"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებული წერილით წერტილი დაუსვა "მითქმა-მოთქმას" თითქოს გიორგი გახარია მისი პროექტია.
კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს გახარიასთვის მოღალატე არ უწოდებია და მან ეს სიტყვა გახარიას მხრიდან გუნდთან მიმართებით ახსენა.
"ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს მოღალატე იყოო, ეს მის განცხადებაში არ ყოფილა. მან ღალატი გუნდთან მიმართებით ახსენა. რა თქმა უნდა, არ იყო მოსაწონი ის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მისი მხრიდან იყო.
ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილით ყველაფერი იყო ნათქვამი და წერტილი დაუსვა იმ მითქმა-მოთქმას, რომ თითქოს გიორგი გახარიას პარტიის შექმნა ეს ბიძინა ივანიშვილის პროექტია",- თქვა კალაძემ.
გუშინ, 7 ივნისს "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა რომელშიც ნათქვამი იყიო, რომ გახარიას მხრიდან თანამდებობის დატოვება სახელმწიფოს ღალატი იყო.