რადიკალიზაციის ფუჭი მცდელობის შემდეგ ფარ-ხმალი დაყარეს - დავითულიანი ენმ-ზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ პარტიის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

დავითულიანმა ოპოზიციური პარტიის ბოიკოტს პროცესების რადიკალიზაციის ფუჭი მცდელობა უწოდა და თქვა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფარ-ხმალი დაყარა.

"მართალია ნაციონალური მოძრაობა არ შემოვიდა და რატომღაც ვერ გაბედა პარლამენტში განცხადებების ნაწილზე დასწრება, თუმცა მინდა ისინი ვანუგეშო და ვუთხრა, რომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას.

მივესალმებით, რომ პროცესების რადიკალიზაციის 6 თვიანი ფუჭი და აბსურდული მცდელობის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დაყარეს ფარ-ხმალი, თავის სიტყვები, კიდევ ერთხელ, უკან წაიღეს და შემოვიდნენ და გადაწყვიტეს აქ შემოსვლა",- თქვა დავითულიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დღეს 7 ივნისს შევა, თუმცა ისინი შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი