"ნაციონალური მოძრაობა" პარალამენტში "ქართული ცონების" პარტაქტივის მიერ ორგანიზებული აქციის ფონზე შევიდა. ახალგაზრდების ჯგუფი, რომესაც პარტია კორნტრაქციების დროს ხშირად იყენებს პარლამენტთან რამდენიმე საათის განმავლობაში იყო მობილიზებული.
აქციის მონაწილეები, "ქართულ ოცნებასთან" კავშირს უარყოფენ, თუმცა, მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი. აქციაზე იმყოფებოდნენ, როგორც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები, ისე საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები. უფრო კონკრეტულად:
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა თორნიკე კაპანაძის იდენტიფიცირება მოახდინეს, მან ტერიტორია დატოვა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს არ უპასუხა. რაც შეეხება მენთეშაშვილს და შუკაკიძეს, ისინი "ქართულ ოცნებასთან" კავშირს უარყოფენ.