"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობა" "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. ამით პარტიამ 7-თვიანი ბოიკოტი დაასრულა.

32-კაციანი ფრაქციიდან სხდომათა დარბაზში სიტყვით პარტიის თავმჯდომარე - ნიკა მელია გამოვა. 

დეპუტატებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სხდომათა დარბაზში შევლენ და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთვებიან. 

"ჩვენ ვაპირებთ დღეს სხდომათა დარბაზში შესვლას, ჩვენი კოლეგები მოდიან, მოვა ნიკაც რა თქმა უნდა. როგორც მივხვდი ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჩახსნეს, არგუმენტი არ აქვთ, იმიტომ, რომ რეალურად ჩვენი შემოსვლის შეეშინდათ. ძალიან წყნარად, მშვიდად ავალთ, შევიკრიბებით, ჯერ ველოდებით ყველას", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი სამოქმედო გეგმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, რომლისთვისაც ყველა სივრცეს აქტიურად გამოიყენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი