არქეოლოგებმა 17 თავმოკვეთილი რომაელი აღმოაჩინეს | მოკვლის მიზეზი უცნობია

გამოქვეყნდა:

არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ბრიტანეთში, კერძოდ კებრიჯშაირში მდებარე ნობის ფერმაში 1700 წლის წინანდელი სამი რომაული საფლავი აღმოაჩინეს, რომლებშიც 17 თავმოკვეთილი ჩონჩხი იყო. მკვლევრების თქმით, ეს ადამიანები რომაული კანონების დარღვევის გამო დაისაჯნენ.

ჟურნალ Britannia-ში გამოქვეყნებული კვლევის მხიედვით, სასაფლაოებზე 52 ნამარხი აღმოაჩინეს, მათგან 17-ს, კერძოდ, სიკვდილის მომენტში 25 წელს ზემოთ 9 კაცსა და 8 ქალს, თავი ჰქონდა მოკვეთილი. ხშირ შემთხვევაში, თავმოკვეთილი ადამიანების თავები მათი ფეხების გვერდით იყო დამარხული, ხოლო თავების ადგილას თიხის ჭურჭელი იყო დადებული. ზოგიერთი ჩონჩხი კი მუცელზე დაწოლილი იყო დასაფლავებული.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ თავმოკვეთილი ადამიანები მოკლულები არიან. მათი თქმით, მესამე და მეოთხე საუკუნის რომში მკვეთრად იმატა ისეთმა დანაშაულებმა, რომლებიც რომაული კანონმდებლობის სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდა. ეს კი ამ ჩონჩხების დამარხვის პერიოდს ემთხვევა. არქეოლოგიური მტკიცებულები იმაზე მიუთითებს, რომ სამხედროები ნობის ფერმაში მარაგებს ინახავდნენ. ამის გამო კი, აქ მომხდარ ნებისმიერ დარღვევაზე სასტიკი სასჯელი იყო.

მესამე და მეოთხე საუკუნეში, რომაული კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელები სასტიკად გამკაცრდა. ის დანაშაულების რაოდენობა, რომლის გამოც ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ, მესამე საუკუნის დასაწყისში 14 იყო, ხოლოდ კონსტანტინეს სიკვდილისას, ახალი წელთაღრიცხვით 337 წელს, 60-ს მიაღწია. - წერენ მკვლევრები სტატიაში და აღნიშნავენ იმ ფაქტსაც, რომ სიკვდილით დასჯის გახშირება უსაფრთხოების გამო ხდებოდა.

მესამე და მეოთხე საუკუნეებში, რომის იმპერიაში რამდენიმე სამოქალაქო ომი იყო და მრავალი ადამიანი იმპერატორობისთვის იბრძოდა. გარდა ამისა, იმ დროს ბარბაროსების მხრიდან თავდასხმები ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე იყო იმპერიისთვის.

თუმცა, იმ მეცნიერებმა, რომლებიც ამ კონკრეტულ კვლევასთან არ არიან აფილირებულები, განაცხადეს, რომ ამ ყველაფერს შესაძლოა სხვა ახსნა ჰქონდეს. Live Science სწორედ ამ სკეპტიკოს მეცნიერებს დაუკავშირდა და საკითხის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

თუ ადამიანების თავმოკვეთილი დამარხვა ამ კანონმდებლობის შედეგი იყო, მაშინ დასჯის ადგილების ნამარხებიც უნდა აღმოვაჩინოთ მთელი იმპერიის მასშტაბზე. ეს ასე არ არის. თავმოკვეთილების დამარხვა მხოლოდ და მხოლოდ ბრიტანული ფენომენია. - ამბობს საიმონ კლირი, ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორ-ემერიტუსი რომაული არქეოლოგიის მიმართულებით. 

მისივე თქმით, რომში მყოფი იმპერატორის მიერ მიღებული კანონის შორეულ ლოკაციაზე აღსრულება რთული იყო. ის არც იმას გამორიცხავს, რომ ეს ადამიანები შესაძლოა დახოცეს, მაგრამ რომაული კანონები არაფერ შუაშია.

აქედან გამომდინარე, რომის იმპერიის მაცხოვრებლების თავმოკვეთილი დასაფლავება მხოლოდ ბრიტანეტში რატომ ხდებოდა, ჯერჯერობით გაუგებარია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი