გამჭვირვალე კორუფცია – კალაძის ახალ გადაწყვეტილებას მესამე სექტორში აკრიტიკებენ

გამოქვეყნდა:

ტრანსპორტის ზემოქმედების შეფასების დოკუმენტს არა სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, არამედ მერია მოამზადებს. გადაწყვეტილება თბილისის მერმა უკვე მიიღო.

ამ ცვლილებაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კორუფციის რისკებს ხედავენ. მათი განმარტებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა და მაღალჩინოსნებმა ეს ბერკეტი შესაძლოა, პირადი ინტერესსებისთვის გამოიყენონ.

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ფედერაციაში“ ვარაუდობენ, რომ კორუფციასთან ერთად ქალაქში უსახური შენობების რაოდენობაც გაიზრდება, რომელიც მხოლოდ კონკრეტული პირების ინტერესებში იქნება და თბილისის იერსახეს კიდევ უფრო დააზიანებს.

საქმე გვაქვს კორუფციის ახალ სახეობასთან, ეს არის გამჭვირვალე კორუფცია პირდაპირ, როდესაც თავად ამზადებს დასკვნებს და თავადვე გასცემს თავისივე დასკვნებზე დადებით ნებართვებს... დედაქალაქის მერიამ ერთი ხელის მოსმით მოიშორა ყველა კერძო კომპანია. ჩვენ უახლოეს პერიოდში, მივიღებთ კიდევ უფრო მწვავედ ბეტონის ჯუნგლების პრობლემას, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი