საკადრო წმენდა აჭარის ტელევიზიაში – DRI პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

გამოქვეყნდა:

საკადრო წმენდა აჭარის ტელევიზიაში – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობად აფასებს.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ თანამშრომლების დათხოვნის მიღმა შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.

ჟურნალისტების გათავისუფლება ხდება სიტყვის, აზრის, მათი პოლიტიკურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად, საჭიროება არის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის შესწავლის, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ პროკურატურის გარდა, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს, საერთაშორისო საზოგადოებასა და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსაც მიმართავს და აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

აჭარის ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა 2019 წელს, ნათია კაპანაძის მიმართ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. მაუწყებლის ახალმა დირექტორმა 11 მაისს კიდევ ერთი თანამშრომელი, გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი და მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი, მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი