ცოტა ხნის წინ გახარიათი ამაყი დიმიტრი სამხარაძე, ახლა მას შარლატანს უწოდებს და ლანძღავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი სამხარაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გიორგი გახარიათი ამაყობდა და ამბობდა, საქართველოს გაუმართლა, რომ მისნაირი პრემიერი ჰყავსო. ახლა გახარიას ცრუპენტელას, შარლანტასა და ჭორიკანას უწოდებს.

"ფსკერი ჭორიკანა ქალივით რეებს ბოდავს? ცრუპენტელამ თვითონ თქვა უარი სახელმწიფო ინტერესების გატარებასა და სამართლის აღდგენაზე  და პარტია უგულვებელყოფდაო! დღეს რომ მელია და რურუა გარეთ არიან და პარლამენტი ამინისტიის პროექტზე მუშაობს, ამ შარლატანის ბრალია! ზუსტად მისი გადადგომით გააძლიერა ნაცები, მელია და წამოვიდა უცხოეთიდან რჩევები. ერთი რამ კარგია! აგრძელებს ისევ ცრუპენტელობას და როგორც ადრე ვერ გვატყუებდა გუნდში, ახლაც და მუდმივადაც ანალოგიურად გავშიფრავთ. P.S. პოლიციელების პროფესიონალიზმზე რატომ არაფერს ამბობ?? დაგავიწყდა??", - წერს სამხარაძე Facebook-ზე.

მანამდე კი, მაშინ, როდესაც გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტს იკავებდა, სამხარაძე მას აქებდა და ამბობდა, რომ გახარიას წყალობით, საქართველო პანდემიას წარმატებით უმკლავდება. მისი კრიტიკისთვის კი ტელევიზიებს "მავნებლებს" უწოდებდა.

"ასეთ რთულ პერიოდში, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის კორონავირუსს და ევროპის ყველაზე განვითარებულ და მოწინავე ქვეყნებსაც კი უჭირთ ვერაგ პანდემიასთან გამკლავება, საქართველოს გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი პრემიერმინისტრი, მთავრობის მეთაური, როგორიცაა გიორგი გახარია. იმიტომ არა, რომ ერთი გუნდის წევრები ვართ და დიდ პატივს ვცემ, მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის ფაქტი დანარჩენი? ქვეყნის მავნებელი პოლიტიკანების და ტელევიზიების კეკლუცობა და ფუჭი ტლიკინია", - წერდა სამხარაძე 2020 წლის 19 ოქტომბერს.

ცნობისთვის, დიმიტრი სამხარაძე "ქართული ოცნების" სიძულვილის ენის ტირაჟირებით გამორჩეული დეპუტატია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი