
კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურობის ცნობასთან დაკავშირებით „გირჩის“ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო.
სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი მარნეულის ჩაკეტვის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზეც.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კომენდანტის საათთან დაკავშირებულ საჩივარს დააკმაყოფილებს, ავტომატურად არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვისაა გამოწერილი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, „გირჩი“ ვამბობდით, რომ ასეთი შეზღუდვები არის არასწორი და არ არის შედეგის მომტანი. როგორც სხვა შეზღუდვების შემთხვევაში, ასევე კომენდანტის საათის შემთხვევაში, არანაირი კავშირი არ არსებობს ღამით გადაადგილების აკრძალვას და ვირუსის პრევენციას შორის, - ამბობს პარტიის იურისტი, ლევან ჯგერენაია.
ორივე საქმეზე პროცესები საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში დაინიშნება. "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა და კომენდანტის საათის პირობებში არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.