კონკრეტული საკითხები, რომელიც არის მნიშვნელოვანი, იმ საკითხებში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ - განაცხადა ნიკა მელიამ პარლამენტში.
ენმ-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ მივიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია გეგმავს თუ არა იმ მიმართვის გაკეთებას, რომლის საშუალებაც გუშინ არ მიეცა.
„ქართული ოცნება“ გუშინდელი სხდომისთვის მზად იყო თუ არა, ვფიქრობ, საერთოდ არ არის საინტერესო, თუმცა, შეიძლება დასკვნა გაკეთდეს, საზოგადოებას მივანდოთ ეს საკითხი, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ ქვეყნის მართვისთვის რომ არ არის მზად და არც ყოფილა არც ერთ ეტაპზე და არც ყოფილა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ნამდვილად რბილად რომ ვთქვათ, გულდასაწყვეტია და დღევანდელი გადასახედიდან უკვე ტრაგიკული...
ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩავთვალეთ საჭიროდ რომ არის მისაღები და სხვა პარტიებმა, დიდი პატივისცემით, მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჩათვალეს. გადაიფურცლა ეს გვერდი, მივდივართ წინ" - ამბობს ნიკა მელია.
პარლამენტში ახლა ამნისტიის კანონპროექტის "ოცნებისეული" ვერსიის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.