პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ როცა ის გუნდის ლიდერი იყო, მას თავის ქმედებაზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მსოფლიოში ანალოგი არ მოიძებნება, როცა პრემიერი კანონის აღსრულების გამო გადადგა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" შეკრული გუნდია და ინფორმაცია პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე "დაქუცმაცებული" და "დეგრადიული" ოპოზიციის სპეკულაციაა.
"ჩვენ მისი მხრიდან უპრეცედენტო ნაბიჯი ვიხილეთ. ალბათ მსოფლიო ანალოგი არ მოიპოვება, როცა პრემიერმინისტრი იმის გამო გადადგა, რომ კანონი არ აღსრულებულიყო. ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტებები, რომ აქ მომატებული რისკი და საფრთხე იყო. მე მინდა ძალიან მარტივი შედარება გავაკეთო, ნებისმიერი ოპერაციის ჩატარების დროს და ეს, როგორც ყოფილმა შს მინისტრს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ნებისმიერ ოპერაციას თან ახლავს რისკები.
მოგეხსენებათ, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. მის ამ ქმედებას დაარქვა სახელი, როცა კრიზისის დროს, პრემიერმინისტრი, რომელიც მაშინ გუნდის ლიდერი იყო, მას უნდა აეღო პასუხისმგებლობა.
დღეს როგორი შეკრულიც არის ქართული ოცნების გუნდი, ასეთი არ ყოფილა 2012-2013 წლის შემდეგ. შესაბამისად, სხვა ყველაფერი, ეს სპეკულაციები მიმდინარეობს, დაშლილი, დაქუცმაცებული, დეგრადირებული ოპოზიციისგან.
მე ვურჩევდი ყველა პოლიტიკოსს, მათ შორის ახალბედა პოლიტიკოსებს, ვინც უნდა დაამტკიცოს თავისი ქმედებით, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლია, ნუ აყვებიან ამ იაფფასიან სპეკულკაციას",-თქვა ღარიბაშვილმა.
ამავე თემაზე:
"53%-ს ველოდებით. გადაეცით ყველას" - ღარიბაშვილი
არ არის საინტერესო გიჟიმანტასის, თუ უკაცრავად, ჟიგიმანტასის განცხადება - ღარიბაშვილი