"ფარფურის" დაწვის მცდელობაში მაღაზიის მეპატრონე "ოცნების" აქტივისტს და ბიზნესმენ ჯინჭარაძეს ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში მაღაზია ”ფარფურის” დაწვის მცდელობაში მაღაზიის მეპატრონე "ქართული ოცნების" აქტივისტს, გოჩა ბარამიძესა და ბიზნესმენ, მურმან ჯინჭარაძეს ადანაშაულებს.

მაღაზიის მფლობელის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მათი ობიექტის განადგურების მესამე მცდელობაა, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. 

"მურმან ჯინჭარაძეს აქვს ძალიან დიდი დავალიანება ჩვენი კომპანიის ამ ადამიანს მხარს უმშვენებს ვინმე ბარამიძე, რომელიც არის ყოფილი პოლიციელი და "ქართული ოცნების" აქტივისტი პირადად გვემუქრება და გვეუბნება, რომ თუ მურმანს ფულს მოსთხოვთო და არ გაჩერდებითო კარგი დღე არ დაგადგებათო",- ამბობს მაღაზიის მეპატრონე,

ბიზნესმენი ჯინჭარაძის სახელი ბათუმელი მოჭიდავეების, რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის დაკავების ფაქტს უკავშირდება. ბარამიძე კი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმიინციდენტშია იდენტიფიცირებული. 

მურმან ჯინჭარაძის ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს მომხდართან კავშირი არ აქვს.

"ასე უსაფუძვლოდ, არანაირი მტკიცებულების გარეშე ხელი დაადო ადამიანს და ბრალი დასდო, გამოძიება დაადგენს ფაქტებს, ვის რა ბრალეულობა აქვს, შესაბამისად ჩვენ გამოვიყენებთ მონიჭებულ უფლებამოსილებას და ცრუ დასმენაზე მოვითხოვთ, რომ პასუხისგებაში მიეცეს შესაბამისი პირი",- ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "ფარფურის" ქსელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი