გვიან ღამით ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს ისევ თავს დაესხნენ. დარბეულია ოფისი, ჩამსხვრეულია შუშები. თავდამსხმელების ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არაა. ოფისის მიმდებარედ არაერთი ობიექტია, თუმცა შსს-ს ჯერ ვიდეო ჩანაწერები არ ამოუღია.
"თუ ადრე წელიწადში ორჯერ, სამჯერ ახორციელებდნენ ჩვენ ოფისებზე თავდასხმას, ახლა უბრალოდ ტემპმა მოიმატა და სამ თვეში მე-3 თავდასხმაა, ორჯერ ქვა ესროლეს და გახსოვს ალაბათ, ცოტა ხნის წინ რწმუნებულები და საჯარო მოხელეები მოგვივარდნენ, ეს არის "ქართული ოცნების" შედეგი", - თქვა ენმ-ს რეგიონალური ოფისის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.
პარტიაში მომხდარს პირდაპირ "ქართულ ოცნებასთან" აკავშირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 187-ე მუხლით დაიწყო.