პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა საკუთარი ტრიბუნა "ნაციონალური მოძრაობისთვის" კითხვების დასასმელად გამოიყენა.
ელისაშვილს აინტერესებს, აიღო თუ არა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიძინა ივანიშვილის ფული პარლამენტში შესასვლელად.
"თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე. თქვენს ტელევიზიაში იჯდა ხალხი და კონკრეტულ თანხებს ასახელებდა თურმე თვიდან თვემდე რამდენი გადამიფორმა ბიძინა ივანიშვილმა და ახლა მე თქვენ გეკითხებით თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?",- იკითხა ელისაშვილმა
ელისაშვილის მეორე კითხვა ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეეხებოდა, რომელსაც აქტივისტებმა საბჭოში შესვლის გადაწყვეტილების გამო თავზე ნაგავი დააყარეს.
"მამისტოლა კაცს ბათუმში თქვენ ლაწირაკი აქტივისტები რომ გაეკიდნენ და თავზე ნაგვისყუთი რომ თავზე ჩამოაცვეს, ჩემზე და ლევან იოსელიანზე არ გეკითხებით, მტკიცე ნერვები გვაქვს ვიცოდით რასაც ვაკეთებდით და რისთვისაც ვაკეთებდით და ვიცოდით, რომე ს დღეც მოვიდოდა, მაგრამ იმ კაცისთვის მაინც ბოდიშის მოხდას არ აპირებთ? თუ კიდევ კმაყოფილები ხართ იმ საქციელი",- იკითხა ალეკო ელისაშვილმა
მთავარი კითხვა, რომელიც ელისაშვილს მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან ჰქონდა არის ის, თუ რატომ შევიდა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში, მაშინ როც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ. ელისაშვილის კითხვა საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციასაც უკავშირდებოდა.
"ეს პარლამენტი ლეგიტიმურია დღეს თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, აბა რატო სხედხართ ან 2 წუთს რატომ ითხოვთ კითხვის დასმისთვის, 1 წუთს კითხვის დაზუსტებისთვის?",- აღნიშნა ელისაშვილმა.
"მოქალაქეების" ლიდერს არც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავიწყებია
"თქვა სააკაშვილმა კიო და შემოხვედით და სააკაშვილმა რომ გითხრათ ხვალ გამოდითო, რას იზამთ გახვალთ ყველანი? - ეს არის ბოლო კითხვა",- თქვა ალეკო ელისაშვილმა.