"შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი" - ირაკლი კობახიძის მორიგი აგრესიული საპარლამენტო გამოსვლა, რომელიც მთლიანად ნიკა მელიას მიეძღვნა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მელიას კრიმინალი უწოდა და უკვე უმრავლესობისთვის ტრადიციულ გამოთქმად ქცეული ფრაზები გაიმეორა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა თავის თანაპარტიელებს "მოთმინებისთვის"
"შეგახსენებთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც არა აქვს კაცობის არავითარი ნიშანწყალი და სწორედ ამას უკავშირდება, მათ შორის, ის დანაშაულები, რომელიც მისი მხრიდან არის ჩადენილი და ის პოლიტიკური რიტორიკა, რომელსაც ჩვენ დღეს ვისმენდით...
არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ. ყველას გახსოვთ ნიკანორ მელიას ეს ცნობილი ფრაზა. ყველას ისიც ძალიან კარგად გახსოვთ, რომ არ გადაიხადა და დაიჭირეს. ვერ უშველეს ვერც შინაურმა და ვერც გარეულმა, ხატოვნად რომ ვთქვათ, ვერც გვარამიამ და ვერც გახარიამ, ვერც ერთმა და ვერც მეორემ". - თქვა კობახიძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს მოაწერს