მთავარი პოლიტიკური განაცხადი ნიკა მელიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და დააანონსა,რომ "ქართული ოცნების" მმართველობას ვადამდელი არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა შეცვლის. მელიას 17-წუთიანი მიმართვა პოლიტიკური ოპონენტებისთვის განსაკუთრებით რთული მოსასმენი აღმოჩნდა. "ოცნების" დეპუტატები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს სიტყვით გამოსვლისას ხელს რეპლიკებით უშლიდნენ.
დეპუტატი ირაკლი ზარქუა კი "ოცნების" მხილებით იმდენად შეწუხდა, რომ ტრიბუნასთან მდგომ მელიას წყლით სავსე ბოთლი მიუტანა და მისი პროვოკაციაზე წამოგება სცადა.
"ოცნების" დეპუტატები წყობიდან იმდენად გამოვიდნენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ იკმარეს და საქმეში მძიმე არტილერია ჩართეს. "ოცნების" რაგბისტმა კაჭარავამ მელიაზე ფიზიკურადაც გაიწია.
ნიკა მელიამ სხდომათა დარბაზი მალევე დატოვა. "ოცნებას" კი ნახევრად ცარიელ დარბაზში მოუწია ენმ-სთავმჯდომარისთვის პასუხების გაცემა. თუმცა არა არგუმენტებით, არამედ ისევ შეურაცხყოფით.
დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური საქმიანობა სრულფასოვნად დაიწყო. მძიმე დისკომფორტის ატანა "ქართულ ოცნებას" კიდევ 4 თვე მოუწევს. საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე მაღალ ტრიბუნას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად მთავარი ოპოზიციური ძალა ყველა ფორმით გამოიყენებს.