დახურულ სივრცეებში სამი ადამიანის შეკრების შეზღუდვა იხსნება. შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

თუმცა, შეზღუდვა რჩება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების დროს. გიორგი გახარიას განმარტებით, ავტომობილით სამ პირზე მეტის გადაადგილება ისევ აკრძალულია.

მოიხსნას შეზღუდვა სამ ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში. ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შეზღუდვა სამი ადამიანის გადაადგილების ავტოსატრანსპორტო შესაძლებლობებით. ამ შეზღუდვას მიუხედავად ყველაფრისა, აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი, რასაც ჩვენ ექიმები გვარწმუნებენ, - განაცხადა პრემიერმა.

ავტომობილით სამ ადამიანზე მეტის გადაადგილება საკარანტინო პირობების შემოღების შემდეგ აიკრძალა. შეზრუდვა ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვებზეც ვრცელდება.

საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 652-ს შეადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი