"სინოვაკის" ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ცნობილია, რომ ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 14-28 დღის ინტერვალით კეთდება.
ჩინური წარმოების "სინოვაკის" ვაქცინა სინოფარმის მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.
"სინოვაკის" ვაქცინამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია 1 ივნისს მიიღო.
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პორტალზე: https://booking.moh.gov.ge/
იხილეთ ასევე: