მოსკოვის სასამართლომ ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულად" გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

მოსკოვის სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციები "ექსტრემისტულ ორგანიზაციად" გამოაცხადა.

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, იმ პირებს, ვინც ნავალნის პოლიტიკურ ქსელში მუშაობას გააგრძელებს, პატიმრობა ემუქრებათ. ამასთან,  მათ საჯარო თანამდებობის დაკავება ეკრძალებათ.

ორგანიზაციებს ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება, ფინანსური ოპერაციების ჩატარება, აქციების ორგანიზება და არჩევნებში მონაწილეობა.

სასამართლო გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ნავალნის რეგიონალური ქსელის ოფისები და მისი ანტიკორუფციული ფონდი (FBK) დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს.

"დადგინდა, რომ ეს ორგანიზაციები არა მხოლოდ ავრცელებენ იმ ინფორმაციას, რომელიც მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სიძულვილსა და მტრობას აღძრავდა, არამედ ექსტრემისტულ ქმედებებს ჩადიოდა",-თქვა რუსეთის პროკურატურის პრესპიკერმა, ალექსეი ჟაფიაროვმა.

ნავალნის ადვოკატის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

"ჩვენ არსად არ მივდივართ... ჩვენ ჩვენი მიზნებისა და იდეებისგან უკან არ დავიხევთ, ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენ მეტი აღარ გვაქვს",-ნათქვამია პოსტში, რომელიც ნავალნის Insagram-ის გვერდზე გავრცელდა.

გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევიდა. 

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში უნდა ჩატარდეს. BBC-ის ცნობით, გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტია მხარდაჭერას კარგავს. ნავალნის თანამოაზრეები არჩევნებში მონაწილეობას აპირებდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი