"ოცნება" უზრუნველყოფს სტაბილურობას, რომც არ აღიაროთ, ეს ხილულია რადგან ქვეყანაში მშვიდობაა - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი თბილისში ФСБ-ს მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას ეხმაურება. წულუკიანის თქმით, ის ძალოვანი ბლოკის მინისტრი აღარაა და მას მხოლოდ კულტურის სამინისტრო აბარია, თუმცა ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" ეროვნული უსაფრთხოების საკითხი პრიორიტეტულია და ეს ისედაც ჩანს.

"მე აღარ გახლავართ ძალოვანი ბლოკის მინისტრი. მე ვარ ერთი კულტური მინისტრი, მაბარია ასევე სპორტი და ახალგაზრდობის სააგენტო. საქართველო გახლავთ ოკუპირებული ქვეყანა, საქართველო გახლავთ ის ქვეყანა, რომელსაც უმძიმესი გეოპოლიტიკური გამოწვევები აქვს, ეროვნული უშიშროების გამოწვევები და ქართული ოცნების ხელისუფლება გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც აგერ უკვე მეცხრე წელია ასეთი გამოწვევებისა და ოკუპირებულ ქვეყანაში უზრუნველყოფს სტაბილურობას ეროვნული უშიშროების პრიორიტეტების დაცვას და თქვენ ეს რომც არ აღიაროთ არის ხილული, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა",-თქვა თეა წულუკიანმა.

გუშინ, 9 ივნისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმეზე, ჰასან ხალიტოვის მკვლელობას კადიროვის სადამსჯელო რაზმის წევრები ცდილობენ.

მოწმის მოსაშორებლად რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს ოპერაცია თბილისში ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც დედაქალაქში დაქირავებული მკვლელი ქალი ჰყავდა გამოგზავნილი, რომელსაც ხალიტოვი შხამით უნდა მოეკლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი