პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ დეპუტატის მანდატის შეწყეტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელზე უარი თქვა და მისი გაუქმება მოითხოვა. კორძაიამ შუამდგომლობით სასამართლოს დღეს, 10 ივნისს მიმართა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, 19 აპრილს პოლიტიკური შეთანხმება შედგა და პარლამენტში არშესვლათან დაკავშირებით ნება შეიცვალა.
"19 აპრილს უკვე შედგა შეთანხმება, რომლითაც ყველა ჩვენგანმა პოლიტიკური ნება გამოხატა. ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი, რის გამოც მე ამ ეტაპზე, სარჩელზე ვამბობ უარს და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ წარმოება. გარემოებები მაიძულებს, რომ არ ვიყო დეტრუქციული, არ ვიყო არაკონსტრუქციული, ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და ვფიქრობ, ის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ხელმოწერით მავალდებულებს, რომ ვიმუშაო პარლამენტში",- თქვა თამარ კორძაიამ.
მიუხედავად იმისა, რომ კორძაიას მსგავსად, შარლ მიშელის საბოლოო დოკუმენტს ხელი "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემაც მოაწერა, ის სარჩელზე უარს არ ამბობს.
მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს მოძრაობა "დროას" დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიასაც.