ავსტრალიაში აღმოჩენილი დინოზავრი კალათბურთის მოედნის სიგრძის იყო

გამოქვეყნდა:

ახლად აღმოჩენილი გრძელ კისრიანი დინოზავრი კალათბურთის მოედნის სიგრძის იყო, ხოლო მისი მენჯები ორ სართულიანი შენობის სიმაღლის იქნებოდა. ახალი კვლევის თანახმად, ეს დინოზავრი ყველაზე დიდი არსებაა, რასაც ოდესმე ავსტრალიაში გაუვლია.

პალეონტოლოგების მიერ ქვინსლენდში აღმოჩენილი უზარმაზარი არსება ტიტანოზავრი გრძელკისერა ზავროპოდი დინოზავრების ყველაზე დიდი წარმომადგენელი იყო. მათ დინოზავრს Australotitan cooperensis, მეორენაირად კი „სამხრეთელი ტიტანი კუპერიდან“. აღმომჩენი მეცნიერები შემოკლებით უბრალოდ „კუპერს“ უწოდებენ.

კუპერისა და ადამიანის ზომების შედარება

კუპერის სიმაღლე მენჯებამდე 6,5 მეტრი, ხოლო ცხვირიდან კუდამდე 30 მეტრი იქნებოდა. მისი მასა დაახლოებით 25-დან 82 ტონამდე იყო, რაც, მკვლევრების თქმით, 1400 კენგურუს ერთობლივი მასის ტოლია. მისი ეს პარამეტრები ნიშნავს, რომ კუპერი მსოფლიოს ყველაზე დინოზავრების ტოპ ათეულში მაინც მოხვდებოდა.

კუპერის ნეშთი პირველად 2004 წელს 14 წლის სენდი მაკკენზიმ აღმოაჩინა, რომელიც კვლევის მთავარი ავტორის, რობინ მაკკენზის შვილია. 

იმაში დასარწმუნებლად, რომ Australotitan განსხვავებული სახეობა იყო, მისი ძვლები სათითაოდ შევადარეთ ქვინსლენდსა და გლობალურად აღმოჩენილ ძვლებს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი იყო. - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი სკოტ ჰოკნალი.

პროცესის დაჩქარებისთვის, მკვლევრებმა 3D სკანირების ტექნოლოგიის გამოყენებით დინოზავრის თითოეული ძვალი გააციფრულეს, შემდეგ კი სხვა ზავროპოდების ძვლებს შეადარეს.

ამ 3D სკანირებება საშუალება მომცა, დინოზავრის ათასობით კილოგრამი ძვლები 7 კილოგრამიანი ლეპტოპით მეტარებინა. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ეს დასკანირებული მასალები და ჩვენ მიერ მოგროვებული ცოდნა მსოფლიოს ონლაინ გავუზიაროთ. - ამბობს ჰოკნალი.

გუნდის ანალიზმა ცხადყო, რომ კუპერი ბოლოს აღმოჩენილ ზავროპოდი დინოზავრების ახლო ნათესავი იყო. ეს გიგანტები 96-92 მილიონი წლის წინანდელია და ისინი ცარცულ სისტემაში ცხოვრობდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი