"ეროვნულმა ფრონტმა" თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილი წარადგინა

გამოქვეყნდა:

არასაპარლამენტო პარტიების გაერთიანება - "ეროვნულმა ფრონტმა", თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა. არასაპარლამენტო ოპოზიციის სახელით, ამ პოსტისთვის, ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი იბრძოლებს. 

"მე ზაზა ხატიაშვილი, რომელიც ყოველთვის ვიყავი აპოლიტიკური და ადამიანის უფლებების დამცველი, უბრალოდ იძულებული ვარ და მოწადინებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთიანობის პირობებში დავუპირისპირდეთ ივანიშვილის რეჟიმს და დავამარცხოთ", - თქვა ხატიაშვილმა.

გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა ამბობს, რომ პარტიები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა პროტესტში, ისინი სოლიდარობას უცხადებენ ნამახვანჰესის საწინააღმეგო აქციებს  და ასევე გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ, ნინოწმინდის პანსიონში არსებული ვითარების შესახებ სიმართლის დადგენაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი