რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა. 

რეზო გაბრიაძე ქუთაისში 1936 წელს დაიბადა. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, მათ შორის, "მიმინო", "შერეკილები", "არ დაიდარდო", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "სამნი გზაზე", "ქვევრი", "ფეოლა" და სხვა.

1981 წელს მისივე დაარსებულია თბილისში მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიცაა: საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, ასევე პრემიები – "ნიკა", "ტრიუმფი", "ოქროს ნიღაბი", "ოქროს სოფიტი", შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და სხვა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი