ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, საოკუპაციო ხაზთან ინციდენტი მოხდა.
"მთავარისთვის" ცნობილი ხდება რომ ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.
სოფელ კირბალის მცხოვრები 60 წლის გერონტი პაპიტაშვილი ოკუპანტებმა მალევე უკან დააბრუნეს. მას ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებიან. ინციდენტი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
შეგახსენებთ, გიტანას ნაუსედამ დღეს ხურვალეთი მოინახულა.