გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები - ევროპარლამენტარი ჰალიცკი

გამოქვეყნდა:

გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს. 

პოლონელი ევროპარლამენტარი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რვა მარტს მიღებულ შეთანხმებას ეხმაურება. 

ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრები, მივესალმებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რვა მარტს მიღებულ შეთანხმებას - პოლიტიკური პატიმრების არგათავისუფლება ნიშნავს ამ ხელშეკრულების დარღვევას და არასამართლიან არჩევნებს. გაათაავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, - წერს ჰალიცკი.

ანდჟეი ჰალიცკი არის პირველი ევროპარლამენტარი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ დაკავებული პირები, პოლიტპატიმრებად მოიხსენია. ერთ-ერთი ბოლო, ვინც პოლიტპატიმრების თემა კიდევ ერთხელ გაახმოვანა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი იყო.

მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო რეფორმებსა და კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად ევროკავშირისგან და სხვა პარტნიორებისგან 500 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის რვა მარტს მიღწეული ვალდებულებების შესრულებასთან.  

შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი