
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის ორი ახალი გამოვლინდა. პაციენტებს ვირუსის ინფიცირება ცხინვალში, კარანტინში ყოფნისას გამოუვლინდათ.
მთავარი სანიტრის, ანა გაგლოევას, განცხადებით, ამ დროისთვის იზოლირებულ პალატაში 25 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
ვირუსის შემთხვევები 12-მდე გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, COVID-19 მოსკოვიდან დაბრუნებულ სტუდენტს აღმოაჩნდა.
ოკუპირებული ცხინვალსა და აფხაზეთში ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყარო რუსეთიდან დაბრუნებული ადამიანები არიან.