
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში მაღაზია "ფარგურის" დაწვის მცდელობის გამო არასრულწლოვანი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. დააკავეს. მას გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას ედავება.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე თემაზე: