ხმაური აჭარის უმაღლეს საბჭოში - უსკო-ს თავმჯდომარედ ისევ პარმენ ჯალაღონია დაამტკიცეს

გამოქვეყნდა:

აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა კამათით დაიწყო. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით პარმენ ჯალაღონია დაამტკიცეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ოპოზიციის განმარტებით, ჯალაღონიას  არჩევნების გაყალბებაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი მიუძღვის და მის მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები. ამიტომ ისინი კენჭისყრამდე კანდიდატთან გასაუბრებას და კითხვების დასმას ითხოვდნენ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, პარმენ ჯალაღონიას უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტის მიხედვით უკვე მოუსმინა, თუმცა მაშინ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო.

კენჭისყრაში ოპოზიციის წარმომადგენლებს  მონაწილეობა არ მიუღიათ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი