
რაჭაში ჰესების მშენებლობასა და შექმნილ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ რაჭაში არსებული რესურსები ტურიზმის მიმართულებით უნდა გამოიყენოს.
მისივე შეფასებით, რაჭაში ტურისტული პოტენციალის განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის გაცილებით მოგებიანი იქნება.
ვიღაცას უნდა ამ ჰესებზე ფულის გათეთრება, ცემენტის გაყიდვა, იაფი კაპიტალის მოზიდვა და წილში ჩაჯდომა, მაგრამ ხალხი უნდა ამოვიდეს საკუთარი ინტერესებიდან, ბუნების დაცვიდან და ასევე, იმიდან, რომ ეკონომიურად ტურიზმი ბევრად უფრო მოგებიანი დღეს, ვიდრე ჰესების მშენებლობა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას. ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს "ფერს" გადაეცა, რომლის მფლობელიც, ივანიშვილის გარემოცვიდანაა, რუსეთიდან.
მდინარე რიონი, რომელიც რაჭის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნიდა, მალე მილებში მოექცევა და კალაპოტიდან მთების სიღრმეში გადაინაცვლებს. პროექტის განხორციელებისას მინიმუმ ოთხი ათასზე მეტი ძირი ხე გაიჩეხება.