როგორ მოიპარეს 4 მილიარდი - ვაშაძე აპირებს ფინანსთა მინისტრს სქემა დაუანგარიშოს 

გამოქვეყნდა:

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აპირებს ფინანსთა მინისტრს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაუანგარიშოს ყველაზე დიდი კორუფციული სქემა - როგორ მოიპარეს 4 მილიარდი ლარი საქართველოში.

გიორგი ვაშაძეს მანდატურები თავდაპირველად სხდომათა დარბაზში ბანერითა და კალკულატორით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა დაპირდნენ, რომ ბანერს გამოსვლის დროს შეატანინებენ.

"ფინანსთა მინისტრს მინდა დავუანგარიშო საქართველოში ყველაზე დიდი კორუფციული სქემა, რომელიც პირადად მის მიერ არის შექმნილი, კალკულატორი მაქვს, „ჩოთქი“ არ არის, „ჩოთქებით“ კი დადიან, მაგრამ შეიძლება შეეშინდეთ, თავში რომ არ მოხვდეთ,"-თქვა ვაშაძემ.

ფინანსთა მინისტრი პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი