სივრცითი მოწყობის თაობაზე კანონპროექტს მე-10 მოწვევის პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა, მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი 40.
საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ამნისტია ყველა ტიპის მშენებლობას შეეხება - პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე.
ინიციატივის მიხედვით, თუ უსაფრთხოება დადასტურებული იქნება აკრედიტირებული ექსპერტის მიერ, საპატიოდ ჩაითველბა და ჯარიმები ჩამოიწერება შემდეგ დარღვევებზე:
ასევე, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთას, 2-წლამდე ვადით.
კანონში დაგეგმილი ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.