გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს შეხვდა. პარტია "საქართველოსთვის" ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგშია.
"შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა საკუთარი პარტიის და საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ"
შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდნენ.