ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 29 მაისს რიონის ხეობაში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ დავით ხუციშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას სამართალდამცველისათვის ფიზიკურ ანგარშსწორებას ედავება.
"რიონის ხეობის მცველი" საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. სასამართლოს ჰესის
მოწინააღმდეგეებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც თქვეს, რომ მოსამართლემ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულის ადვოკატების თქმით კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრებენ.
სხდომა საქალაქოში საყვირებით გამოწვეული ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სასამართლოს ეზოში "რიონის მცველები" იყვნენ შეკრებილი.
იხილეთ ასევე: