ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოში - სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ინიციატივას მოჰყვა. ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება და თანხის პანდემიით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადაცემა მოითხოვა.
მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნვის ნაცვლად, საარჩევნო სამზადისით არის დაკავებული და თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას ცდილობენ.
საკრებულოს უმრავლესობაში ოპოზიციის ბრალდებას ტყუილი უწოდეს და განმარტეს, რომ "ქართული ოცნება" პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ბიუჯეტიდან ხუთი მილიონის გამოთავისუფლება არ იგეგმება, ამასთან არც თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა მოხდება.
რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.