ადამიანების სიცოცხლის დასაცავად, მათი ფულადი დახმარება აუცილებელია - ყიფიანი

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის კრიზისიდან თავის დასაღწევად, "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის დახმარების გეგმას წარადგენს. პარტიის წევრები განმარტავენ, რომ აუცილებელია, ხელისუფლება ყველა იმ ოჯახს დაეხმაროს, რომლის შემოსავალიც, წლიურად, 40 ათას ლარს არ აღემატება. მათი ინიციატივით, ყველა არასრულწლოვანს 500 ლარი, 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს კი 1000 ლარი უნდა გადაეცეთ. 

შესაძლებელია, რომ დღესვე დაიწყოს ამ პროგრამის განხორციელება. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოწოდებული დახმარებიდან ხუთი მილიარდი, რასაც თავად მთავრობა აღიარებს და თავის თავზე ცდილობს რომ დაიბრალოს, არის განპირობებული ბიუჯეტიდან ხალხის დასახმარებლად. იმ გაჭირვებაში შესახიდად რა გაჭირვებაშიც დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან, - ამბობს ზურაბ მელიქიშვილი.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის განხორციელებას სამი მილიარდი სჭირდება. პარტია ხელისუფლებას ამ პროგრამის დროულად დაწყებისკენ მოუწოდებს. 

პარტიასთან ერთად, აღნიშნულ გეგმაზე რეფორმების ჯგუფის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. მათი თქმით, პროგრამა რეალურია და მისი განხორციელება შესაძლებელია. ამბობენ იმასაც, რომ ხელისუფლების მიერ თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა უმეტეს მათგანს შემოსავლების გარეშე ტოვებს. ასევე, დახმარების გარეშე რჩება სოციალურად დაუცველების ნაწილიც.

ერთადერთი სწორი მიდგომაა სწრაფად მოხდეს ფულადი დახმარების მიცემა ადამიანების ფართო ჯგუფებისთვის რომ რეალურად, ადამიანების სიცოცხლე დავიცვათ, - ამბობს ირაკლი ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსახლეობის დახმარების გეგმა დღეს წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი