აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა- პუტინი

გამოქვეყნდა:

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ისტორიულ მინიმუმზეა" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა NBC News- სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში  ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე ისაუბრა. 

პუტინმა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს შეადარა. მან ტრამპს "ექსტრაორდინალური და ნიჭიერი პიროვნება" უწოდა.

”დღემდე მჯერა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, მისტერ ტრამპი ექსტრაორდინალური პიროვნება და ნიჭიერი ადამიანია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გახდებოდა აშშ-ს პრეზიდენტი. ის "ფერადი ინდივიდია", რომელიც არ იყო ამერიკული ისტაბლიშმენტიდან წამოსული. მანამდე ის დიდი პოლიტიკის ნაწილი არ ყოფილა და ზოგს მოსწონს ეს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ეს ფაქტია",- აღნიშნა პუტინმა ტრამპზე საუბრის დროს.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს - NBC News-ის ცნობით, ჯო ბაიდენის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ბაიდენი რადიკალურად განსხვავდება ტრამპისგან, რადგან პრეზიდენტი ბაიდენი კარიერული პოლიტიკოსია.

 "მან პრაქტიკულად მთელი ზრდასრული ცხოვრება პოლიტიკაში გაატარა. ის სრულიად განსხვავებული ადამიანია და ამაში არის გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლიც, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან არ იქნება იმპულსური ქმედებები“, – ამბობს პუტინი.

ჟურნალისტიკის კითხვაზე, პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით, რომელთა მკვლელობაში კრემლს ადანაშაულებენ, რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში სხვადასხვა საბაბითა და მიზეზით, "თავდასხმებს მიეჩივია და არც ეს არ უკვირს"

პუტინი და ბაიდენი ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდებიან.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი