ამერიკელი მყვინთავი ვეშაპმა გადაყლაპა, შემდეგ კი უკან ამოაგდო

გამოქვეყნდა:

ამერიკელი მყვინთავი კუზიანმა ვეშაპმა გადაყლაპა, შემდეგ კი უკან ამოაგდო. შემთხვევა პროვინსთაუნში, მასაჩუსეტსის შტატში მოხდა. მაიკლ პაკარდი ამბობს, რომ საზღვაო გიგანტის პირში დაახლოებით 30-40 წამის განმავლობაში იყო.

ის თავს კარგად გრძნობს, ერთადერთი დაზიანება, რომელიც აღენიშნება, სავარაუდოდ ამოვარდნილი მუხლია. მისივე თქმით, მეუღლის დაჯნებული თხოვნის მიუხედავად ამ შემთხვევის გამო 40-წლიანი კარიერისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

როგორც 56 წლის პიკარდი ყვება, პარასკევს დილით, მას და მის ეკიპაჟის წევრებს თავიანთი ნავი Ja'n J ჰერინგ კოვის სიახლოვეს ჰყავდათ. სადაც ძალიან კარგი პირობებია და წყლის ხილვადობაც შესანიშნავია. მისივე თქმით, გემიდან წყალში გადახტომის შემდეგ, "იგრძნო ეს უზარმაზარი დარტყმა და ყველაფერი ჩაბნელდა".

როგორც ამბობს, ეგონა, რომ თავს დიდი თეთრი ზვიგენი დაესხა, რომელიც ადგილზე მრავლადაა.

"გარემო შევიგრძენი და მივხვდი, რომ კბილები არ იყო, შემდეგ გავაცნობიერე, ღმერთო ჩემო, ვეშაპის პირში ვარ და ის ჩემს გადაყლაპვას ცდილობს. სულ ესაა, მე მოვკვდები... შემდეგ ვეშაპი წყლის ზედაპირზე ავიდა, წლის ამოფრქვევა და თავის ქნევა დაიწყო. უბრალოდ ჰაერში ამაგდო და წყალში ჩავვარდი... მე თავისუფალი ვიყავი და ვცურავდი. ამის დაჯერება არ შემეძლო...", - ამბობს პიკარდი. 

ის ნავზე მისმა ეკიპაჟის წევრებმა აიყვანეს. ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის თქმით, პროვინსთაუნის სანაპიროზე დაშავებული მყვინთავის შესახებ ინფორმაცია მათი დროით 08:15 საადზე შევიდა. 

მაიკლ პიკარდი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. 

ცნობისთვის, კუზიანი ვეშაპის სიგრძე 15 მეტრს აღწევს, წონა კი 36 ტონას. როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა Cape Cod Times-ს უთხრა პრაქტიკურად არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვეშაპს ადამიანი გადაეყლაპოს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი