"მთავარ არხზე" გასული ინფორმაციის შემდეგ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მომხდარის დაპირისპირების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მანამდე დაპირისპირების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებდნენ.
სკვერში, სადაც გუშინ 40-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა, სამართალდამცავები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. აღსანიშნავია, რომ პოლიციელებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და მოწმეებიც გამოკითხეს. თუმცა, ამაზე "მთავარ არხთან" არ საუბრობენ.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდებს შორის ხელჩართული ჩხუბის გამო პოლიცია გუშინვე იყო გამოძახებული. მათივე ინფორმაციით, დაპირისპირება ახალგარზდებს შორის კომენდანტის საათის დროს მოხდა, ჩხუბში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ რომლებიც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
დააკავა თუ არა პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირი ჯერჯერობით უცნობია.