ალკოტესტი 30-დან 135 ლარამდე გაძვირდა | "ოცნების" წევრის მონოპოლია და სავარაუდო კორუფციული სქემა

გამოქვეყნდა:

პანდემიის გამო, პატრულის ალკოტესტის გადამოწმების ერთადერთი გზა თბილისში ახლა "ოცნების" დეპუტატის კუთვნილი კლინიკაა. საუბარია ელგუჯა გოცირიძის კომპანიაზე, სადაც შემოწმების ღირებულება 4-ჯერ მაღალია, ვიდრე ეს სამხარაულში იყო. არადა ეს კლინიკა მხოლოდ სინჯებს იღებს და ლაბორატორიულ კვლევაზე ისევ სამხარაულში გზავნის. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ შუამავლობისთვის ზედმეტობით გადახდილი ფული ბიუჯეტის მაგივრად ახლა დეპუტატის ჯიბეში მიდის.

გოცირიძე ამტკიცებს, რომ არ იცის, რატომ აღმოჩნდა მისი კლინიკა პრივილეგირებული, მაშინ როცა სხვა დაწესებულებებისთვის ხელისუფლება შესაძლებლობების ყველა კარს ხურავს.

თუ აქამდე სისხლში ალკოჰოლის შემცველობის დამადასტურებელი ტესტის ჩატარება მსურველებს სამხარაულის ექპერტიზის ბიუროში 30 ლარად შეეძლოთ. ახლა ეს პროცედურა მხოლოდ ღუდუშურის კლინიკაში ტარდება და მისი ღირებულება 135 ლარია.

ნათია ქოქოსაძის სიუჟეტი - "მილიონერი დეპუტატი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი