ტენდერები გარიგებებით | მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ოჯახმა ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარამდე მიიღო

გამოქვეყნდა:

მკველელობაში ბრალდებული პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახმა საგზაო ტენდერების გზით ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარამდე თანხა მიიღო. კომპანია ვანო ზანდარაშვილის მეუღლის საკუთრებაა, რომელმაც ერთი წლის წინ თელავის საავადმყოფოს დირექტორს 6 ტყვია ესროლა. კომპანიის დამფუძნებელები მმართველი პოლიტიკური პარტიის შემომწირველებიც არიან.

შპს "გზამშენი 2005"-ის ხელმძღვანელს ტენდერებზე საუბრარი არ სურს, ტარიელ ლაჩაშვილი ის ქართველი ბიზნესმენია, რომელიც საკუთარ ფულად მოგებას, "ქართულ ოცნებას" უნაწილებს. სწორედ მისმა კომპანიამ არჩევნების წინ მმართველ გუნდს 30 ათასი ლარი შესწირა. ლაჩაშვილებს ეს საჩუქარი დაუფასდა და სანაცვლოდ თითქმის 10 წელია მილიონობით ლარის ტენდერს იგებს, თანაც ისე, რომ ზოგ შემთხვევაში "გზამშენი 2005" უკონკურენტო კომპანიაა.

კომპანია "გზამშენი 2005" ტენდეტერებს ძირითადად კახეთის რეგიონში იგებს, 89 შესყიდვიდან ლაჩაშვილების კომპანიამ 67-ში გაიმარჯვა, აქედან 47 პროექტი მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტშია. საერთო ჯამში თანხამ 20 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ ტენდერებში საეჭვო გარემოებებიც იკვეთება, "ფლანგვის დეტექტორმა" დეტალურად შეისწავლა "გზამშენი 2005"-ის საქმე და აღმოჩნდა რომ 14 ტენდერში ლაჩაშვილების კომპანიამ კონკურენტის დისკვალიფიკაციის საფუძველზე მოიგო, რაც კიდევ უფრო აჩენს ეჭვს, ხომ არ არის საქმეში კორუფციული გარიგების ნიშნები.

ია გულიაშვილისა და გიგლა თუმანიშვილის სიუჟეტი: "ტენდერები გარიგებით"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი