სხვადასხვა ადგილას სასტიკად მოკლულ ორ მონათესავე ვიკინგს ერთად დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

ათასი წლის წინ, ორი ვიკინგი სასტიკ ბრძოლაში დაეცა. ერთ-ერთი მათგანი დანიის კუნძულ ფიუნში, დაახლოებით 50 წლის ასაკში მოკლეს, ხოლო მეორე 20-იან წლებში იყო, როდესაც ის ოქსფორდში, ინგლისში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და საერთო სასაფლაოში სხვა დახოცილებთან ერთად ჩააგდეს.

პირველად არ ხდება, და, ალბათ, არც უკანასკნელად, როდესაც ორი ახლო ნათესავი ადამიანი ერთმანეთისგან ისეთ ადგილებში დაიხოცნენ, რომელთა გამყოფიც უზარმაზარი ოკეანე იყო.

საბედნიეროდ, ერთგული მეგობრები ათასი წლის შემდეგ კვლავ ერთად იქნებიან. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ აღმოჩენილი ძვლები ახლო ნათესავ მამაკაცებს ეკუთვნით. კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გენეტიკოსის, ესკე ვილირშლევის თქმით, ისინი ერთმანეთისთვის ან ნახევარ-ძმები იყვნენ, ან - ბიძა და ძმიშვილი.

ამ წყვილის ნათესავური კავშირი 2020 წელს ჩატარებული დიდი პროექტის ფარგლებში დადგინდა, რომელიც მიზნად ისახავდა ძვ.წ. 2400 წლიდან 1600 წლამდე მცხოვრები 442 ინდივიდის დნმ-ის დეტალურ შესწავლას. ინდივიდები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მთელი რეგიონიდან შეისწავლეს. ასეთ კვლევებში კი მონათესავე ინდივიდების პოვნა უცნაური არ არის. ასეთი ახლო კავშირები კონკრეტული რეგიონის სიახლოვეში გვხვდება ხოლმე. ამ ორი ვიკინგის აღმოჩენა, რომლებსაც ჩრდილოეთის ზღვა ჰყოფდათ, მეცნიერებისთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო.

მასობრივი სასაფლაო

დაახლოებით 50 წლის კაცი 2005 წელს ფიუნში აღმოაჩინეს. როგორც დადგინდა, მას საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა. მას ართრითის (სახსრების ანთება) ნიშნებთან ერთად ნეკნებიც შესიებული ჰქონდა, რაც, სავარაუდოდ, ტუბერკულიოზმა გამოიწვია. ის საკმაოდ ღარიბულ კვებაზე იყო და უამრავ ხორცს ჭამდა. ვიკინგმა ძალადობაც არაერთხელ გამოსცადა - მას კისრის ერთ-ერთ ძვალზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, რომელიც რაღაც დროის შემდეგ მოიშუშა.

მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო. მას მარცხენა მენჯზე საშინელი დაზიანება ჰქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, ხმლის შერჭობის შედეგია. სავარაუდოდ, მიყენებულმა ჭრილობამ კაცი მოკლა, რადგან ის არასდროს მოშუშებულა. - ამბობს ჯესპერ ჰანსენი, დანიაში მდებარე „ოდენს სიტი მუზეუმსის“ არქეოლოგი.

ახალგაზრდა კაცი, რომლის ძვლებიც 2008 წელს იპოვეს, ინგლისელებისა და ვიკინგების დაპირისპირების დროს უფრო სისხლიანი სიკვდილით მოკვდა. ვიკინგები 850 წელს, შეტაკებების დასრულების შემდეგ, ინგლისში დასახლდნენ. 980 წელს, ეთელრედ უწიგნურის მეფობის პერიოდში, ვიკინგების თავდასხმები გაგრძელდა. 1002 წელს, დაძაბულობის გაზრდის შემდეგ, ეთელრედმა ყველა დანიელის სიკვდილით დასჯა ბრძანა.

ბრძანების შემდეგ, წმინდა ბრაისის დღის ხოცვისას მართლაც უამრავი დანიელი დახოცეს. ზოგმა წინააღმდეგობა გაუწია და ბრძოლაში გმირულად დაეცა. ერთ-ერთი ასეთი იყო მეორე ახალგაზრდა ვიკინგი, რომლის დაზიანებული სხეული ოქსფორდში მდებარე მასობრივ სასაფლაოში სხვა 35 მამაკაცთან (რომელთა სხეულები ასევე მძიმედ დაზიანებული იყო) ჩააგდეს.

ახალგაზრდა მამაკაცის თავის ქალა

ახალგაზრდა კაცის თავის ქალაზე ბასრი საგნით მიყენებული სულ ცოტა ცხრა ჭრილობა იყო. მის ძვლებს ისრებისგან მიყენებული ზიანიც ეტყობოდა, ხოლო ზურგზე შუბიც კი ჰქონდა შერჭობილი. მან საკმაოდ ბრუტალური სიკვდილით დაასრულა თავისი ცხოვრება.

უზარმაზარი სივრცითა და დროთი დაშორებული ორი უახლოესი ნათესავი ბოლოს მაინც გაერთიანდა. ახალგაზრდა მამაკაცის ძვლები დანიაში დააბრუნეს და მის ნათესავთან ერთად დიდი პატივით დაკრძალავენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი