დედამიწის ბირთვი ერთ მხარეს უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მეორე - მიზეზები

გამოქვეყნდა:

დედამიწის ცენტრში იდუმალი პროცესები ხდება - ბირთვი სითბოს ინდონეზიის ქვემოთ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე - ბრაზილიის ქვემოთ. 

მეცნიერებს ამ პროცესის დანახვა მხოლოდ დედამიწის მყარი რკინის შიდა ბირთვში გამავალი სეისმური ტალღების შესწავლისას შეუძლიათ. გარკვეული მიზეზების გამო, როდესაც ტალღები ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსისკენ გადაადგილდება, ამ დროს მათ ბირთვში ბევრად უფრო მეტი სიჩქარე აქვს, ვიდრე ეკვატორზე მოძრაობისას.

ამ შეუსაბამობას სეისმურ ანიზოტროპიას უწოდებენ. მის შესახებ მეცნიერებმა დიდი ხანია, იციან, თუმცა, ისინი ვერ პოულობენ ისეთ ახსნას, რომელიც არსებულ მონაცემებთან შესაბამისი იქნებოდა. ახლა, როდესაც მათ უკანასკნელი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში დედამიწის ბირთვის ზრდის კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს, როგორც ჩანს, ეს მოვლენაც ახსნეს: ყოველ წელს, სულ ოდნავ, დედამიწის შიდა ბირთვი ერთი მხრიდან უფრო იზრდება, ვიდრე მეორედან - რკინის ახალი კრისტალები აღმოსავლეთ მხარეს უფრო სწრაფად წარმოიქმნება, ვიდრე დასავლეთ მხარეს.

გარე ბირთვში თხევადი რკინის მოძრაობა შიდა ბირთვს სითბოს ართმევს, რაც მის გაყინვას იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ გარე ბირთვი უფრო მეტ სითბოს იღებს აღმოსავლეთ მხრიდან (ინდონეზიის ქვეშ), ვიდრე დასავლეთიდან (ბრაზილის ქვეშ), - ამბობს კვლევის მთავარი ავტორი დენიელ ფროსტი, კალიფორნიის უნივერსიტეტის სეისმოლოგი.

იმისათვის, რომ ეს არათანაბარი ზრდა ვიზუალურად კარგად წარმოვიდგინოთ, ავიღოთ ხის კუნძი, რომლის ცენტრშიც წლიური რგოლიებია (რითაც ხის ასაკის დადგენაა შესაძლებელი), ოღონდ ეს რგოლები კუნძის ცენტრიდან აცდენილია ისე, რომ ხის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რგოლები უფრო დაშორებულია, ხოლო დასავლეთის - უფრო დაახლოვებული.

დედამიწის ბირთვს თუ განივად გადავჭრით, შესაძლოა, ზუსტად ასე გამოიყურებოდეს. თუმცა, მკვლევრების თქმით, ეს ასიმეტრიული ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ დედამიწის შიდა ბირთვი ბალანსს კარგავს ან რამე მსგავსი.

საშუალოდ, შიდა ბირთვის რადიუსი ყოველ წელს 1 მილიმეტრით იზრდება. გრავიტაცია აღმოსავლეთ მხარეს არათანაბარ ზრდას დასავლეთისკენ ახალი კრისტალების გადატანით აკომპენსირებს. აქ კი კრისტალები ბადისებრ სტრუქტურებად ყალიბდება, რომელიც ბირთვის ჩრდილოეთ-სამხრეთ ღერძზეა გადაჭიმული. დედამიწის პოლუსებთან პარალელურად განლაგებული კრისტალური სტრუქტურები სეისმური სუპერ-მაგისტრალებს წარმოადგენს, რომელთა გამოც მიწისძვრის გამომწვევი ტალღები ამ მიმართულებით უფრო სწრაფად გადაადგილდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი