ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ აშშ-სთან მჭიდრო კოორდინაციით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ვამაყობ საქართველოს როლით, რომელიც შევასრულეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ, ფილიპ რიკერთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, აზერბაიჯანის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლების ხელშესაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 ღარიბაშვილს ულოცავს სალომე ზურაბიშვილი:

"ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას. საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა" - წერს ის ტვიტერზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილი 24-საათიან რეჟიმზე იყო გადასული და პირადად იყო მოლაპარაკებებში ჩართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ჩვენ ყველა მიმართულებით მაქსიმალური ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ ეს ჰუმანიტარული აქტი განხორციელებულიყო - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით, ჩვენი ქართველი ძმებისა და ევროპელი პარტნიორების წყალობით, ჩვენი 15 მოქალაქე სომხეთში ბრუნდება, – ამის შესახებ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა გეღარქუნიკის რაიონის ქალაქ გავარში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი