"აიპლიუსის" გაქურდვაში ბრალდებული დაკავებულია, ნაქურდალის ნაწილი ამოღებული

გამოქვეყნდა:

"აიპლიუსის" გაქურდვის ბრალდებით შსს-მ 2004 წელს დაბადებული გ.რ. შიდა ქართლში დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს, ფიზიკური ძალის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზია „აიპლუსის“ ფასადზე დამონტაჟებული მინის ვიტრინა, რის შემდეგ გ.რ. სავაჭრო ობიექტში შევიდა და მობილურ ტელეფონებს ფარულად დაეუფლა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს.

ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად",-წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, 11 ივნისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი