ქვეყანას საგარეო ფლანგზე პოლიტიკური კრიზისი აქვს - ცქიტიშვილი

გამოქვეყნდა:

თუ აქამდე შიდა პოლიტიკური კრიზისი გვქონდა, ახლა საგარეო ფლაგნგზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი - ამის შესახებ, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.

მისთვის გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის საქმეებს პოლიტიკური კითხვის ნიშანი აქვს, თუმცა ამბობს, რომ იმისთვის, რომ მათ ბოლომდე პოლიტპატიმრები უწოდოს, კითხვებზე პასუხის გაცემა სჭირდება. 

ცქიტიშვილი გამოყოფს უგულავას საქმეს და აღნიშნავს, რომ აქ ცალსახად მიუღებელი ფაქტი დაფიქსირდა მაშინ, როცა საქმის პროკურორი და მოსამართლე ერთი და იგივე ადამიანი, შალვა თადუმაძე იყო. 

მჯერა, რომ ის დანაშაული რომლისთვისაც უგულავამ უკვე მოიხადა სასჯელი, ჩადენილი დანაშაული იყო და იქ პოლიტიკური სარჩული ნამდვილად არ ყოფილა, - ამბობს ცქიტიშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში დიმიტრი ცქიტიშვილი შერჩევით სამართალზე საუბრობს, გიორგი რურუაზე კი ამბობს, რომ მის საქმეს კარგად არ იცნობს და კომპეტენტური არაა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი