აფეთქება ჩინეთში - დაღუპულია 12 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ჩინეთის ცენტრალურ რეგიონში გაზის აფეთქებას სულ მცირე, 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აფეთქება ადგილობრივი დროით  6:30 საათზე ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ შიანში მოხდა.

ოფიციალური  ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან 138 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 37-ს მძიმე დაზიანებები აქვს. 

აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი