გაუსძლისი პირობები ზუგდიდში, კომბინატის შენობაში | დევნილებს ელენე ხოშტარია შეხვდა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში, კომბინატში გაუსაძლის პირობებში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია შეხვდა. ხოშტარიამ მათი საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა და დევნილებს იურიდიული დახმარების გაწევას დაპირდა.

კომბინატის შენობაში ჩასახლებული დევნილები 10 დღეა დევნილთა სამმართველოს შენობის წინ აქციას ატარებენ, რათა ხელისუფლებისგან მიიღონ პასუხი, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ბინების განაწილებაში.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობენ სიცოცხლისთვის საფრთხეა. შენობაში სამი თვეა ჩაჭრეს შუქი და წყალი, ასევე შენობას არა აქვს კარი და ფანჯრები, წვიმის დროს ოთახებში ისე წვიმს, როგორც ღია ცის ქვეშ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი