კომენდანტის საათი - ოპოზიციის კითხვები ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

რატომ რჩება კომენდანტის საათი? -  ოპოზიციას ხელისუფლებასთან კითხვები აქვს და აინტერესებს რას ემსახურება რეგულაცია, რომელიც მათივე შეფასებით, ვირუსის პრევენციას ხელს არ უწყობს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს შეზღუდვა არის ბერკეტი მთავრობის ხელში, რომ არსებული მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, ადამიანების პროტესტი ჩაახშოს.

ხელისუფლების მთავრი საყრდენი არის უმეცრება და არის რეპრესიული მიდგომა, რომ შეზღუდვები ისე არ მოხსნან, რომ დემოკრატიის განვითარების კუთხით სერიოზულმა პრობლემებმა მღელვარება არ გამოიწვიოს, - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიცია გაუმართლებლად მიიჩნევს იმ რეგულაციასაც, რომლის მიხედვითაც, ავტომანქანით გადაადგილება სამზე მეტ პირს არ შეუძლია.

ეს რას ემსახურება გარდა იმისა, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას, კიდევ უფრო ძირავენ, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს 1 თეთრი არ მიუღიათ სახელმწიფოსგან, საკუთარ საპენსიო დანაზოგსაც არ უბრუნებენ, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს რეგულაციების ნაწილის მოხსნის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა გააკეთა. მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მაისიდან იხსნება სილამაზის სალონები, ესთეტიკური ცენტრები, ასევე იხსნება შეზღუდვა სამზე მეტი ადამიანის ღია სივრცეში შეკრებასთან დაკავშირებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი