"პორნოსაიტები იყო შირმა, რომელმაც არასწორი მიმართულებით წაგვიყვანა" | ელისო კილაძე ბაჩალიაშვილის საქმის ახალ დეტალებზე

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ყვება იმ უცნაურ შემთხვევებზე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მუშაობისას შეემთხვა. როგორც კილაძე ამბობს, მას შეგნებულად დაურეკეს და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კომპანია "ზეგი", რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობა, ემსახურებოდა პორნოსაიტებს, რათა ჟურნალისტების მუშაობა არასწორი მიმართულებით წასულიყო. 

"ნიკა გეჯაძის, ბაჩანა ლობჟანიძის მეშვეობით წამოვიდა ეს პირველი ვერსიები და ჩვენ მომენტალურად გადავერთეთ ყველანი ამ ვერსიაზე, იმიტომ, რომ გაჟღერდა კომპანიის სახელი და საქმიანობის სფერო. დავიწყეთ და მივედით იქამდე, რომ დაადასტურეს, კი ბატონო, ამას ვემსახურებოდით... ეს იყო პირველი უცნაური შემთხვევა და ახლა უკვე ცხადია, რომ ეს იყო შეგნებულად გავრცელებული ინფორმაცია, ორმაგი შირმა, რომელმაც ჩვენ წაგვიყვანა სხვა მიმართულებით", - ამბობს ელისო კილაძე.

როგორც ის ამბობს, ამის პარალელურად, "ქართული ოცნების" საინფორმაციო მანქანა ჩართული იყო ბაჩალიაშვილის ოჯახის გაშავებაში, რომ ამ ოჯახს არ მოეპოვებინა საზოგადოების თანაგრძნობა. გარდა ამისა, კილაძე ამბობს, რომ კიდევ ერთი უცნაური შემთხვევა იყო ის ინფორმაციული ჩაკეტილობა, რაც ამას მოჰყვა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი